суббота, 24 июня 2017 г.

მეხუთე დღის რეფლექსია



განვიხილე პროექტის გეგმა,პროექტის შინაარსში უნდა იყოს გადმოცემული თემის აქტუქლობა და მნიშვნელობა ასევე აქტივობების სახით ჩაშლილი პროექტის აქტივობები რომელსაც მოსწავლეები განახორციელებენ,ასევე განვიხილე სტანდარტი , რომელიც არ უნდა შევცვალო და უნდა გადმოვიტანო სახელმძღვანელოდან ან განათლების ვებ-გვერდიდან.რა თქმა უნდა სტანდარტი უნდა შეესაბამებოდეს კლასის სტანდარტს და პროექტის მიზნებსა და შედეგებს.პროექტის გეგმაში მოცემული მიზანი და შედეგის გრაფა შევავსოს  მარტივი ენით, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ პროექტის ფარგლებში თუ რა მიზანს და შედეგს უნდა მიაღწიონ.მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომ გადავამოწმო სწორად შევქმენი თუ არა,სახელმძღვანელოში,მოდულ 2-ში , დამატებით რესურსებში გამოვიყენო (მიმართულების  მიმცემი საკვანძო სიტვების რუბრიკა).პროექტში ვიყენებთ შეფასების მეთოდებს და ინსტრუმენტებს რომელიც პროექტის მთლიან ეტაპზე მიმდინარეობს.შეფასების მეთოდები რომ შევარჩიო სახელმძღვანელოდან გამოვიყენებ შეფასების 5 სტრატეგიას, რომელიც მოცემულია მეორე მოდულის აქტივობა 3-ში.
   რაც შეეხება ბროშურას , რომელსაც ვქმნით სამიზნე ჯგუფისათვის, ან სხვა დაინტერესებული პირისთვის , აუცილებელია სტატიები რასაც ბროშურაში განვათავსებ განვსაზღვრო მათი ინტერესები და ისე შევქმნა სტატიები. ტექნიკურად თუ რაიმეს ვერ ვახერხებ გამოვიყენებ ვიდეო გაკვეთილებს ვებ-გვერდიდან ict.tpdc.ge. ამ ვებ-გვერდზე მაქვს ყველა პროგრამა რაც შეიძლება გამოვიყენო როგორც სასკოლო , ისე პირადი ცხოვრებისათვის.
    პრეზენტაცია რომელიც სამიზნე აუდიტორიას გააცნობს პროექტის შესახებ მასალებს, რომელიც მე უნდა წარვუდგინო აუცილებელია მქონდეს მასში წარმოდგენილი შემდეგი სლაიდები.პროექტის სახელწოდება , პროექტის შინაარსი, ესგ, მიზნები და შედეგები, მიმათულების მიმცემი საკვანძო სიტყვები, აქტივობები, შეფასება და დამშვიდობების სლაიდი, სადაც სასურველია მქონდეს გამოყენებულ ლიტერატურაზე ინფორმაცია,ასეთის არსებობის შემთხვევაში.
   დღეს განვიხილეთ მოდული3 კავშირები, რომელშიც საუბარია თუ როგორ უნდა გამოვიყენო ტექნოლოგიები ეფექტურად სასწავლო პროცეშში და როგორ უნდა დავიცვა საავტორო უფლებები.
   მომდევნო ტრენინგისათვის მზად უნდა მქონდეს პროექტის გეგმაში შევსებული წინარე ცოდნა და სასწავლო პროცედურები.ეს არის პროექტის სრული ციკლი თუ როგორ იწყება, რა მასალით ვიწყებ, როდის ვიწყებ, რა აქტივობებს ვიყენებ, რით ვაფასებ.სასწავლო პროცედურების დაწერამდე აუცილებლად წავიკითხო მინიმუმ ორი პროექტის გეგმა სახელმძღვანელოდან, რომელიც რეცურსებში სულ ბოლოშია მოცემული.

Комментариев нет:

Отправить комментарий